სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას არღვევს.
„სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში და საქართველოს ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუშვებლობა არის 2008 წლის 12 აგვიტოს გაფორმებული შეთანხმების დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.