სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,​ სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 32 000 ლარი გამოიყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სერგიეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სულ 32 000 ლარი გამოიყო.

“მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

ამ დროისთვის, სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსაცდელის რეაბილიტაცია, კუდავების და აბრახამიების უბანში გზის მოხრეშვა და სტადიონის შემოღობვის სამუშაოები  დასრულებულია.

უახლოეს დღეებში ბობოთში გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები