„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე 1324 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე მომუშავე 1324 თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა. ნიმუშები მარდალეიშვილის კვლევით ცენტრში გადაიგზავნა, რომლის პასუხებიც 24 საათში გახდება ცნობილი.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” კომპანიიდან აცნობეს.

“ჯორჯიან მანგანეზი“ პანდემიის პირობებში, კარანტინის მიუხედავად, მუშაობას აქტიურად განაგრძობდა და სამუშაო პროცესი არც ერთ ეტაპზე შეუწყვეტია, რადგან ჩვენი საწარმოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ ვაგრძელებთ ამ პროცესს, დღესდღეობით მიმდინარეობს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიწისქვეშა უბნებზე ტესტების ჩატარება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „Geoortho-ს“, რომელიც ამ პროცესში დაგვეხმარა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პრევენციული ღონისძიებების უწყვეტ რეჟიმში ჩატარების დამსახურებაა, ჩვენს საწარმოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა რომ არ გამოვლენილა“,- აღნიშნა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, ივა ხეთაგურმა.

მათივე ცნობით, კომპანია ქვეყანაში არსებული კორონავირუსის ფონზე, თანამშრომლების სკრინინგს ყოველდღიურად ახორციელებს, PCR ტესტირებას კი ყოველ ორ კვირაში ერთხელ. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. კომპანია მკაცრად იცავს საქართველოს მთავრობის განკარგულებებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები