თერჯოლაში მინი ფეხბურთში შიდა სასოფლო ტურნირები დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთში შიდა სასოფლო ტურნირები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი, მოადგილე – მანუჩარ რობაქიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი – მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – გურამ თურქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიქთარვის პირველობისათვის უბნებს შორის გამართულ მატჩებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის – ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

მათივე ცნობით, საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და მონაწილეობას მიიღებენ მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობისათვის ასპარეზობაში, რომლის ფინალური შეხვედრები “ღვინის ფესტივალზე” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები