ბალტიის ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა

ლიტვაში, ლიეტუვასა და ესტონეთში კვირის დასაწყისიდან კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი დღიური მატებაა.

ასე, მაგალითად, 3 აგვისტოს ლიეტუვაში 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 აგვისტოს – 17; 5 აგვისტოს -10, ხოლო დღეს უკვე 24 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ლატვიაში 3 და 4 აგვისტოს სამ-სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 აგვისტოს – 8; დღეს 18.

ესტონეთშიც ბოლო რამდენიმე დღეა, შეინიშნება ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება. როგორც დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, იური რატასმა განაცხადა, “ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, ივლისში დამტკიცებული სცენარი კი აღარ მუშაობს. უნდა დავიცვათ წესები”. ქვეყანაში 4 აგვისტოს 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 აგვისტოს 22-მდე გაიზარდა.

მედია აღნიშნავს, რომ ახალი შემთხვევების უმრავლესობა გასართობ დაწესებულებებს უკაშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები