ეკა ლალიაშვილი: ქვეითი რომ ადამიანად იგრძნობს თავს, ისეთია ჭავჭავაძის გამზირი
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ახლადრეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის შესახებ პირად მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ქვეითი რომ ადამიანად იგრძნობს თავს, ბავშვს რომ ეტლით გაასეირნებ და არ შეგეშინდება ტროტუარზე მანქანის დაჯახების, ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა რომ არ გაგიჭირდება და შეშინებული გადარბენა არ მოგიწევს ან მაღალ ხიდებზე ასვლა-ჩამოსვლა, ისეთია ჭავჭავაძის გამზირი!”, – წერს ეკა ლალიაშვილი სოციალურ ქსელში.