მოსახლეობასთან შეხვედრები, საკანონმდებლო ინიციატივები და შენიშვნები კანონპროეტებზე – TI ანგარიშში გურამ მაჭარაშვილი ლიდერობს

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ 2019 წლის პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, პარლამენტის წევრთა იმ სამეულშია რომელთაც ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოში.

კვლევის მიხედვით, გურამ მაჭარაშვილმა გასულ წელს საკანონმდებლო ორგანოს 87 კანონპროექტი წარუდგინა, საიდანაც პარლამენტმა 69 ინიციატივა საკანონმდებლო აქტად აქცია.

ორგანიზაციის მიერ სამი წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშების მიხედვით, გურამ მაჭარაშვილი მე-4 ადგილზეა იმ კანონმდებლებს შორის, რომელთაც IX მოწვევის პარლამენტში კანონპროექტების ინიცირება მოახდინეს.

2016 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ჩათვლით მის მიერ ჯამში ინიცირებული კანონპროეტების რაოდენობამ 188, ხოლო აქედან პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა – 154 შეადგინა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ცალკე პუნქტად გამოყო პარლამენტის წევრთა მიერ გამოთქმული შენიშვნები განსახილველ კანონპროექტებზე, როგორც პარლამენტის წევრის აქტივობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი.

საანგარიშო პერიოდში, განსახილველ კანონპროექტებზე 32-მა დეპუტატმა, სულ 208 შენიშვნა გამოთქვა. აქედან, ყველაზე მეტი, 45 შენიშვნა, გურამ მაჭარაშვილმა დააფიქსირა, რომელთა 100% საკანონმდებლო ორგანომ გაიზიარა და ასახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

ამ მაჩვენებლით ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი კვლევაში პირველ ადგილს იკავებს.
ამავე ანგარიშის მიხედვით მაჟორიტარმა დეპუტატმა გასულ წელს ყველაზე მეტი, 514 შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ხოლო სამი წლის განმავლობაში 1 164-ჯერ შეხვდა მოქალაქეებს, როგორც დეპუტატის ბიუროში, ასევე, საჯარო სივრცეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები