მიხეილ სააკაშვილი: „აბბას“ სიმღერაში როგორც არის – გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს

„აბბას“ სიმღერაში როგორც არის, the winner takes it all – გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს, გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოდგენილი იქნება ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია და ქართულ პოლიტიკაში ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა.

„ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი კოალიცია. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ამათ არ ერქვათ პარტიული სახელები. ეს პარტიები ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა, მობეზრდა ერთსა და იმავე წრეზე სიარული, ერთი და იმავე ადამიანების ყურება. მათ შორის არიან ღირსეული, დამსახურებული ადამიანებიც, მაგრამ მთლიანობაში ძირითადი ნაწილი ხალხისთვის არის სრულიად გაუგებარი. პოლიტიკოსები საქართველოში ლაპარაკობენ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე. ხალხი აირჩევს იმას, ვისაც შეუძლია აღმშენებლობა, საქართველოს ამ ჭაობიდან ამოთრევა ტიტანური ძალისხმევით. მე არ ვარ კოლექციონერი პარტიული დასახელებებისა, არ იწვევს ჩემში აღტაცებას ბევრი პარტიული სახელის ჯიბეში ჩადება, მით უმეტეს, ეს ჯიბე არ არსებობს, არსებობს ბრძოლა. ბრძოლაში ვინც არის წინ, „აბბას“ სიმღერაში როგორც არის, the winner takes it all – გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს, გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი, ყველაზე წინ წასული, ყველაზე გაბედული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები