თბილისის საქალაქო სასამართლო ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სხდომას ესწრება დაკავებულის დედა, ნინო ქადაგიძე.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.