ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე საქართველოში ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ვლადიმირ მისევსა და ქსენია დაშუტინას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
ირაკლი კობახიძემ და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესები და წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.