გურამ ნიკოლაშვილი: მცდელობა და მრავალთვიანი საუბარი, რომ ძალა ერთობაშია და ასე ერთობით უნდა დაამარცხონ მმართველი პარტია, ფუჭ საუბრად დარჩა

„პარტიები, პრაქტიკულად, დამოუკიდებლად აპირებენ როგორც პროპორციულ არჩევნებზე გასვლას, ასევე, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენას. არადა, ოპოზიციონერი ლიდერები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ერთობლივი კოორდინაციის გარეშე „ქართული ოცნების” დამარცხება შეუძლებელია”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და ის, რომ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას ვერ ვიხილავთ, უკვე ცალსახა ფაქტია, ვერ ვიხილავთ ვერც მცირე გაერთიანებას.

ნიკოლაშვილის თქმით, ყველა პარტია თავს განსაკუთრებულად მოიაზრებს, თუმცა, კვლევების მიხედვით, მათი საშუალო მაჩვენებელი 2-დან სამ პროცენტამდეა.

როგორც ნიკოლაშვილი აცხადებს, ახლადდაფუძნებულმა პარტიებმა ვერ შეძლეს კრიტიკული გზავნილებისა და სტრატეგიის დამოუკიდებლად შემუშავება და საბოლოოდ ისევ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ფუჭად ნატკეპნ გზას გაუყვნენ. საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი “ოდიოზურსა” და “ღიმილისმომგვრელს” უწოდებს მამუკა ხაზარაძის განცხადებას ოლიგარქიაზე.

„ამბიციები უზარმაზარია, ყველა პარტია თავს განსაკუთრებულად მოიაზრებს, თუმცა, კვლევების მიხედვით, მათი საშუალო მაჩვენებელი 2-დან სამ პროცენტამდეა. ვერ ვითანამშრომლებთ არჩევნებზე, მაგრამ ვითანამშრომლებთ პარლამენტში, ასეთი ოპოზიციის დღევანდელი განწყობა. ოპოზიციურ ფლანგზე კი დომინანტი კვლავ ნაციონალური მოძრაობაა. გამოდის, რომ მისი განაყოფები დღეს ვერ შეთანხმდნენ კვოტებზე დედა პარტიასთან, ხვალ კი შეთანხმდებიან პარლამენტში? სხვადასხვა სია, მაგრამ ერთიანი რიტორიკა. “ქართულ ოცნებას” კვლავ ბიძინა ივანიშვილით აკრიტიკებენ, მისი მთავარი ბრალდება კი კვლავინდებურად ოლიგარქიაა. უკვე ცხრა წელია, რაც “ნაცმოძრაობა” იმეორებს თავის ერთადერთ გზავნილს, ოლიგარქია, პრორუსული ხელისუფლება და აგებს ყველა არჩევნებს. რიტორიკის შეცვლას არც ახლა აპირებენ. მეტიც, ახლადდაფუძნებული პარტიებმაც კი ვერ შეძლეს კრიტიკული გზავნილებისა და სტრატეგიის დამოუკიდებლად შემუშავება და საბოლოოდ ისევ “ნაცმოძრაობის” მიერ ფუჭად ნატკეპნ გზას გაუყვნენ. ყველაზე ოდიოზური და ღიმილისმომგვრელი ოლიგარქიაზე მამუკა ხაზარაძის განცხადება იყო, მისი თქმით, საქართველო შემოდგომაზე აუცილებლად მოიშორებს რუს ოლიგარქს”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები