გია ვოლსკი: ხელისუფლებას აწყობს, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებას აწყობს, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს მობილიზებული.
“ხელისუფლებას აწყობს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს და დამკვირვებელთა შორის ძალიან დიდი ნაწილი იყოს უცხოელი, ვისაც, სამწუხაროდ, დღესდღეობით გაცილებით მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე – შიდა დამკვირვებლებს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.