გურიაში ავარია მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი
გურიაში, სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ გზაზე მოძრავმა “ფორდის” ტიპის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად “ფორდის” მძღოლი – შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.