“მეტი ჟანგბადი მომავალ თაობას – დასახლებული პუნქტისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეითი, ველო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი” – ნიაზ დიასამიძე ჭავჭავაძის განახლებულ გამზირზე
“მეტი ჟანგბადი მომავალ თაობას – დასახლებული პუნქტისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეითი, ველო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი”, – ამის შესახებ მუსიკოსი, ნიაზ დიასამიძე ჭავჭავაძის განახლებულ გამზირთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
,,ერთად სამი მართებული პრიორიტეტი ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის უნდა იყოს ქვეითი, ველო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩემი აზრით, ჭავჭავაძეს გამზირის ამჟამინდელი დაგეგმარება სწორი პასუხია ამ პრიორიტეტების განსახორციელებლად. ცოტაა, მაგრამ კარგია.
ps. ველოში იგულისხმება სხვა, ორ- და ერთბორბლიანი, გადაადგილების უმოტორო საშუალებანი. მეტი ჟანგბადი მომავალ თაობას. რაც შეეხება დემოკრატიას .. არ მივანდობდი არცერთ პარტიას .. და თუ სამშობლოს რაღაც აკლია!? სხვისი კი არა .. ჩვენი ნაკლია”, – წერს ნიაზ დიასამიძე.