გოგლა ჟვანია: ბუსა მუცლის არეშია დაჭრილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

“ბუსას მუცლის არეში აქვს ჭრილობა, ოპერაცია არ დასჭირდა”, – ამის შესახებ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებული, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას ბიძამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ბუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მუცლის არეშია დაჭრილი. ოპერაცია არ დასჭირდა”, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები