გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთანზამ“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.
აეროპორტში მოსულ მგზავრებს ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.
ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელებს:
მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.