თბილისში მამაკაცმა “ნისიაზე” უარის თქმის გამო ცოლ-ქმარი სცემა – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 28 ივლისს თბილისში, მუხიანში მდებარე ერთერთ სასურსათე მაღაზიაში შევიდა და, თანხის შემდგომი გადახდის პირობით, ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ, ამავე მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები