ბჟანია “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, მარიანა კვიწინიამ განუცხადა.

თუმცა, მას არ დაუზუსტებია, რა მიზნით გაემგზავრა ბჟანია და ვისთან გამართავს შეხვედრებს.

ბჟანიამ პირველი ვიზიტი მოსკოვში ე.წ. თანამდებობის დაკავების შემდეგ მაისში განახორციელა.

გარდა ამისა, მან 24 ივნისს კრემლში აღლუმში მიიღო მონაწილეობა. დაბრუნებიდან კი თქვა, რომ პრეზიდენტ პუტინთან პირისპირ შეხვედრა ვერ შეძლო, რადგან ეს პროტოკოლით გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემებზე რუსეთის ლიდერთან სამუშაო ვიზიტის დროს ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები