ვახტანგ ჭარაია: ყველაზე საინტერესოა, ვინ დგას ,,ფრონტერას” უკან და რატომ არიან ასე გათავხედებულები, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თავად ამერიკასაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ

ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია Houston chronicle-ში კომპანია „ფრონტერასთან” დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომელსაც იგი “დროულსა” და “საინტერესოს” უწოდებს.

ექსპერტი „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატიიდან ამონარიდებს აზიარებს.

„ძალიან დროული და ძალიან საინტერესო სტატია ყველანაირი მომსახურების ზონიდან გასულ ფრონტერასთან მიმართებით. სტატიიდან ამონარიდები – Frontera-ს 90-მდე თანამშრომელმა საქართველოში გაფიცვა მოაწყო და მიუღებელი შემოსავლები მოითხოვა, მათ შორის, ბოლო 11 თვის ხელფასიც; Frontera-ს ქართველმა გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა, რომ გაფიცვა ჩანერგილმა ადამიანებმა მოაწყვეს თურმეო; კომპანია Frontera-მ თითქმის 500 000 აშშ დოლარი დახარჯა კონგრესში ლობისტურ საქმიანობაზე მაშინ, როდესაც მასთან შეუდარებლად დიდმა ნავთობორგანიზაციებმა სულ რამდენიმე ათეული ათასი იკმარეს; კომპანია გაკოტრების გზასაა დამდგარი თავისი შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის და ლონდონის ბირჟიდან დელისტინგიც კი განიცადა”, – წერს ვახტანგ ჭარაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები