რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო – სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გაემგზავრნენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე – გიორგი წერეთელი გაემგზავრნენ.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით.

დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებსა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

პრემიერმინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი – გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები