სოსო მანჯავიძე: აშშ საქართველოს განიხილავს, როგორც მის საყრდენს რეგიონში – ეს, როგორც ყოველთვის, არ აინტერესებთ ,,ნაცებსა” და კომპანიას

“შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს, როგორც მის საყრდენს რეგიონში და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან, თურქეთსა და ირანთან მისი მძიმე ურთიერთობის ფონზე”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმიანება.

მისი თქმით, ჩვენთვის, შექმნილი რეგიონული საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთ დამოუკიდებულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

,,გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი მაიკლ პომპეოსთან, პირველ ყოვლისა, იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტშია განსახილველი, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა. შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს, როგორც მის საყრდენს რეგიონში და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან, თურქეთსა და ირანთან მისი მძიმე ურთიერთობის ფონზე. ჩვენთვის, შექმნილი რეგიონული საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთ დამოიკიდებულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს, როგორც ყოველთვის, არ აინტერესებს ,,ნაცებსა” და კომპანიას. მათ პომპეოს გზავნილებში მხოლოდ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოწოდება დაინახეს. უიმედოები არიან, სამწუხაროდ”, – წერს სოსო მანჯავიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები