“გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ბევრ კითხვას აჩენდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე მტერი და მოყვარე ერთად იყო”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის მიერ “ძალა ერთობაშიას” დატოვებას.
სესიაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას“ ნაკლებად აინტერესებს, ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები მიმდინარეობს.
“ქართულ ოცნებას“ ნაკლებად აინტერესებს, ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენი პოლიტიკური ხედვა გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მმართველმა ძალამ თავისი წარმატების ფორმულა წარმოადგინოს და შესაბამისი მხარდაჭერა მივიღოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.