ამირან გამყრელიძე: მეტი ყურადღება გვმართებს, ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, დაუშვებელია

“კორონავირუსთან დაკავშირებით ის რიცხვები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

„არც იმის საფუძველი გვაქვს, რომ განგაში ან პანიკა გამოვაცხადოთ. ის რიცხვები, რაც გვაქვს, მართვადია, მაგრამ მეტი ყურადღება გვმართებს. ის ოდნავ მოშვება, რაც საზოგადოებაში იგრძნობა, რომ ჩვენ არ ვატაროთ პირბადე, არ დავიცვათ დისტანცია, არ დავიმუშაოთ ხელები – დაუშვებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები