ტეხასში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა (ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში, ქარიშხალ “ჰანას” გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.

“ჰანა” ტეხასის სანაპიროს ორი დღის წინ, ტროპიკული შტორმის სახით მიუახლოვდა, თუმცა, მოგვიანებით ის ქარიშხალში გადაიზარდა. ქარის სიჩქარე ამჟამად უკვე 95 კმ/ს შეადგენს.

სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, რომელიც შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს, რადგან მოსალოდნელია მდინარეების ადიდება.

25 ივლისს ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა შტატის 32 ოლქში მოსალოდნელი სტიქიური უბედურების შესახებ დეკლარაცია გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები