ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება, ექვსი იმპორტირებულია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ორის წყაროს მოძიება კი გრძელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევაზე წყაროს დადგენის მიზნით ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

„14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალია და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები