საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.