აშშ-ის საელჩო: კენ ვოლკერის კლინიკა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობითა და ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით შეიქმნა, რომელიც USAID-ის პარტნიორია

საქართველოში აშშ-ის საელჩო თბილისში კენ ვოლკერის კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაესწრო კენ ვოლკერის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას.

„კლინიკა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობითა და ემორის უნივერსიტეტის ხელშეწყობით შეიქმნა, რომელიც USAID-ის პარტნიორია ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. კერძო კომპანია Foresight-მა (“ფორსაიტ”), დაახლოებით, $5 მილიონი დოლარი ჩადო მშენებლობასა და კლინიკის სარეაბილიტაციო აღჭურვილობის შეძენაში. სწავლება, კლინიკის შესაძლებლობების გაფაროთოება და რეაბილიტაციის სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობა USAID-ის ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მიწა ახალი კლინიკისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა გამოყო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინდივიდური ვაუჩერული დაფინანსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს გაიხსნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები