გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომ პროაქტიულად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და მოქალაქეებსაც

“ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომ პროაქტიულად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და მოქალაქეებსაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს გეგმები, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება.

“გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ვაკეთებდი შსს-შიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ რეფორმების ის მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს და მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიოლოგიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაფერი ერთად დაემთხვა, ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი”,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები