„სააკაშვილისა და ტიმოშენკოს მრავალწლიან მმართველობას არაერთხელ დაუყენებია მათ მიერ მართვადი ქვეყნები ეკონომიკური საფრთხის ქვეშ” – უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიება
„სააკაშვილისა და ტიმოშენკოს მრავალწლიან მმართველობას არაერთხელ დაუყენებია მათ მიერ მართვადი ქვეყნები ეკონომიკური საფრთხის ქვეშ”, – ამბობენ უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები ფილმში, რომელშიც აღწერილია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია.
გამომძებელი ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ მსხვილ კორუფციულ ფაქტებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილსა და მის კლანთან ასოცირდება.
მათი თქმით, საკუთარი ძალაუფლების თვითდამკვიდრება სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე სქემით შესაშური გრძელვადიანობით გამოსდის უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებულ ქართულ-უკრაინულ „მარიაჟს”.
“კოსტიუმირებული ქალბატონისა” და “შიშველი მეფის” ქართულ-უკრაინული ტანდემი სრულად გამოვლინდა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს იულია ტიმოშენკოსა და მისი თანამოაზრეების პოლიტიკური მხარდამჭერებით, რომლებიც ძალას არ იშურებდნენ, დაებრუნებინათ უკრაინაში პროვოკატორი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში და სველი ადგილი დატოვა დაპატიმრების დროს, კიევის რესტორანში, ქართული სახელწოდებით – “სულგუნი”. ეს იყო უკრაინის იმდროინდელი ხელისუფლების საპასუხო რეაქცია კიევის მიხომაიდანზე, როდესაც შეიარაღებული დესანტი გადმოსვეს თბილისის აეროპორტში, რომლებიც დააკავეს პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისათვის მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში და შემდგომში გამოაძევეს მთიანი ქვეყნიდან”, – ამბობენ გადაცემის ავტორები.
მათივე თქმით, ზუსტად მსგავსი სცენარით 10 წლის წინ, როდესაც ტიმოშენკომ წააგო საპრეზიდენტო არჩევნებში, სააკაშვილმა უკრაინა 2 ათასი ქართველით შეაიარაღა, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით იყნენ, თუმცა არცერთს მცირედი გამოცდილებაც არ ჰქონია არჩევნების დაკვირვების.
„თითქმის ათას ხუთასი სააკაშვილის ფსევდო-დამკვირვებელი უმუშევარი იყო, ხოლო დაახლოებით ასი ადამიანი აღმოჩნდა საქართველოს შსს-სა და შეიარაღებული ძალების სპეც. დანაყოფების თანამშრომელი. ტიმოშენკოსთან სატელეფონო საუბარში სააკაშვილს როგორც წამოსცდა, მაშინ მან დასახმარებლად გამოუგზავნა „ყველაზე კომპეტენტური და მებრძოლი ადამიანები. სააკაშვილისა და ტიმოშენკოს მრავალწლიან მმართველობას არა ერთხელ დაუყენებია მათ მიერ მართვადი ქვეყნები ეკონომიკური საფრთხის ქვეშ. განსაკუთრებით უკრაინულ-ქართული ტანდემით სპეკულატორების გამოყენებული პრაქტიკის ეროვნული კრიზისების პროვოცირება. იულია ტიმოშენკოს მეორე პრემიერობა ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნებამდე რიგ ეკონომიკურ კატაკლიზმებთან იყო დაკავშირებული, დაწყებული ხორცისა და შაქრის საერთო სახელმწიფო კრიზისებით – საწვავისა და სამედიცინოთი დამთავრებული. შეუჩერებელი ტოტალური ფასების ზრდით შესაბამის პროდუქციაზე ქვეყნის მთელი მასშტაბით. მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქული მინერალური სასუქების დაბალი ფასებით შემოშვებამ საქართველოში განადგურებამდე მიიყვანა ქრთული ქიმიური წარმოება, ხოლო შემდგომმა თურქული იაფიანი ხორბლის შემოდინებამ გამოიწვია ტოტალური აგრარული კრიზისი მთიან სახელმწიფოში. დღეს იმავე მინერალურ სასუქებს თურქეთიდან, სააკაშვილი უკრაინის საზღვრებს აკვეთინებს და უკრაინელებს პირდაპირ აფრთხილებს მოსალოდნელი შიმშილის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხოლო ქართველ ჟურნალისტს სიცოცხლის ფასად უნდა დასჯდომოდა სააკაშვილის იმავე სქემის განხორციელება და უკრაინაში თურქული მინერალური სასუქების შემოტანა”, – ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.