გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე კონსტანტინე ღიბრაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა
გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა უკვე დატოვა.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – აღნიშნა ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-ში იმყოფება დაბადების დღის ორგანიზატორი, ანა გაბეჩავაც. მისი ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, დღეს ანა გაბეჩავას გამოკითხვა არ იგეგმება და გამოძიებამ გარკვეული ვიდეომასალები უნდა მიმოიხილოს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება საქმის ერთერთი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც არასრულწლოვანი ზ.ხ. უნდა ამოიცნოს.