სოფო კილაძე: მივესალმებით, თუ „ფრონტერა“ ლობისტებში თანხის გადახდის ნაცვლად ფინანსებს მოახმარს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ კომპანიისგან ხელფასი ეკუთვნით

“მივესალმებით, თუ „ფრონტერა“ ლობისტებში თანხის გადახდის ნაცვლად ფინანსებს მოახმარს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ კომპანიისგან ხელფასი ეკუთვნით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კითხვები არის „ფრონტერას“ კეთილსინდისიერებაზე, თუმცა, თუ მოქალაქეები კუთვნილ თანხას აიღებენ, ეს მთავრობის ინტერესია.

„ფრონტერას“ თანამშრომლებს რამდენიმე თვის ხელფასი არ აქვთ აღებული. თუ კომპანია ლობისტებში თანხის გადახდის ნაცვლად ფინანსებს მოახმარს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ეკუთვნის ანაზღაურება, კუთვნილი ხელფასი, ამას მივესალმებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული. კითხვები არის „ფრონტერას“ კეთილსინდისიერებაზე, თუმცა, თუ ჩვენი მოქალაქეები კუთვნილ თანხას აიღებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ და პრეტენზია აღარ ჰქონდეთ“, – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები