დავით ქართველიშვილი: დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების ფაქტმა უკრაინულ საზოგადოებას შეახსენა, რომ იმავე საქმეზე დამნაშავედ ცნობილია უნგრეთში დევნილის სტატუსის მქონე ზურაბ ადეიშვილი
,,უკრაინულმა საზოგადოებამ „ქართველ რეფორმატორების“ ირგვლივ დაიწყო კითხვების დასმაც და მათზე პასუხების გაცემაც და ამ პასუხებმა ეს საზოგადოება გააოცა კიდეც, აღაშფოთა და შეაშინა. დღეს უკრაინულ
მედიასივრცეში ყოველდღიურად ეხდება ფარდა „ქართველ რეფომატორთა“ მიერ უკრაინული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. როგორც იქნა ღიად დაიწყეს საუბარი აქამდე ტაბუირებულ თემებზე”,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების სკანდალურ გადაცემას ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, გერმანიის მთავრობის მიერ ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის
ნაწილში კონვენციის დამრღვევი, დამნაშავე დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების ფაქტმა უკრაინულ საზოგადოებას შეახსენა, რომ იმავე საქმეზე დამნაშავედ ცნობილი, უნგრეთის მიერ ამჟამად დევნილის სტატუსის მქონე ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის მთავრობის მიერ ჩართულია საპროკურორო სისტემის რეფორმირების საქმეში.
,,30 ივლისს, ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერი-მინისტრის თანდასწრებით, უკრაინის რადაში განსახილველად შევა ეროვნული რეფორმების აღმასრუელებელი კომიტეტის მიერ მომზადებული
რეფორმების პაკეტი, რომლის ირგვლივ პარლამენტში, ცალკეულ უწყებებში და უკრაინულ საზოგადოებაში უკვე შექმნილია არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. არ არის აზრთა ერთობლიობა საპრეზიდენტო პარტიის ფრაქციის შიგნითაც, ასე რომ ზუსტად ერთ კვირაში უკრაინაში სააკაშვილის გუნდთან მიმართებაში დადგება ე.წ. „ჭეშმარიტების მომენტი“. ყოველივე ეს კი განპირობებულია იმით, რომ უკრაინულმა საზოგადოებამ „ქართველ რეფორმატორების“ ირგვლივ დაიწყო კითხვების დასმაც და მათზე პასუხების გაცემაც – და ამ პასუხებმა ეს საზოგადოება გააოცა კიდეც, აღაშფოთა და შეაშინა. დღეს უკრაინულ მედიასივრცეში ყოველდღიურად ეხდება ფარდა „ქართველ რეფომატორთა“ მიერ უკრაინული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. როგორც იქნა ღიად დაიწყეს საუბარი აქამდე ტაბუირებულ თემებზე, კერძოდ: სააკაშვილის რეჟიმს, ადამიანთა უფლებების დაცვის სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა არაორაზროვანი გამამტყუნებელი განაჩენი, 2004-2012 წ.წ. ჩადენილ დანაშაულებებზე განხილული 111 საქმიდან 92 შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების სახით, კონვენციის მთელი რიგი მუხლებისა და ოქმების მიხედვით; მთელი ამ წლების განმავლობაში, ევროპის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დონეზე, რეჟიმისთვის გამოტანილ სტრასბურგის ამ განაჩენს, „აპრავებდა“ და მალავდა ევროპალმენტის ჯერ ვიცე-სპიკერის, შემდგომ პრეზიდენტის პოზიციებზე მყოფი გიგი წერეთელი; გერმანიის მთავრობის მიერ, ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში კონვენციის დამრღვევი, დამნაშავე დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების ფაქტმა, უკრაინულ საზოგადოებას შეახსენა, რომ იმავე საქმეზე დამნაშავედ ცნობილი, უნგრეთის მიერ ამჟამად დევნილის სტატუსის მქონე ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის მთავრობის მიერ ჩართულია საპროკურორო სისტემის რეფორმირების
საქმეში; გააშაკარავებული იქნა სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრთა ფინანსური გამდიდრების ყველა ის ფინანსური არხი და სქემა, რომელსაც ტრანსრეგიონალური ხასიათი გააჩნია და რომელთა ფართომასშტაბურ ამოქმედებას ემსახურება სააკაშვილის „კლასტერის“ შეღწევა ქვეყნის ეკონომიკურ სამთავრობო გუნდში, ასევე შსს-ში, პროკურატურაში, სასამართლო სისტემასა და საბაჟოზე; დაწვრილებით იქნა გაშიფრული სააკაშვილის, როგორც დამკვეთის, როლი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას არშემდგარი, შეკვეთილი, „რიტუალური“ მკვლელობის საქმეში და ა.შ. პირველად ამ ხნის განმავლობაში, უკრაინული საზოგადოების წინაშე აშკარად გამოიკვეთა, საქართველოს შემდეგ უკვე მათ ქვეყანაში ისეთი საბედისწერო მოვლენების განვითარების საშინელი პერსპექტივა, რომლის იქით, უკრაინის ეკონომიკის ჩამოშლის ხარჯზე, დაინახეს „ქართველ რეფორმატორთა“ გამდიდრება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, შიდარელიგიური და საეკლესიო განხეთქილებების პროვოცირება/წაქეზება, პენიტენციური სისტემის საკონცენტრაციო ბანაკებად, ხოლო სასამართლო სისტემის – კერძო ბიზნესის „ახევების“ გასაპრავებლად, ნოტარიულ სისტემებად გადაქცევა და ა.შ. ამ პროცესების გააშკარავებას და მათი ევროპარლამენტარების დონემდე მიყვანის სწორედ უკრაინის მიერ წამოწყებულ ძალისხმევას, ჩვენთვის იმ კუთხითაც აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ქართული მხარის ნებისმიერი მცდელობა ამ თემებზე თვალები ავუხილოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – ჩვენს სუბიექტურობაში ბადებს ეჭვებს, ხოლო ამჯერად მესამე მხარის მიერ ატეხილ განგაშს, იმედია დასავლეთში უფრო ობიექტურად მიუდგებიან”,- წერს დავით ქართველიშვილი.