შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარება.

“შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ,,Facebook”-ის ოფიციალური გვერდის მიზანია ყალბ და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ბრძოლა, ყალბი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოების ინფორმირება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მეშვეობით,”- ნათქვამია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები