მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე: განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, პროფესიონალიზმსა და წარმატებაზე

„რაც შეეხება ახალ სახეებს, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მაჟორიტარებთან დაკავშირებით ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ გამოცდილებაზე, კომპეტენციაზე, პროფესიონალიზმსა  და წარმატებაზე”, – ამის შესახებ „რუსთავი 2″-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაგალითად, ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, თავის სფეროში წარმატებული ადამიანი და წარმატებული გუბერნატორია.

„ირაკლი ქადაგიშვილზე აქცენტი გაკეთდა იმიტომ, რომ ის მაღალრეიტინგული კანდიდატია ისევე, როგორც „ქართული ოცნების”  მაჟორიტარი დეპუტატობის სხვა კანდიდატები და, ასევე, ძალიან კარგად იცნობს თავისი რეგიონის პრობლემებს. პარლამენტში არჩევით მას უკვე შანსი ექნება, ამ გამოწვევებთან იბრძოლოს უკვე საპარლამენტო პლატფორმიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახალი სახეები კიდევ უფრო მეტი იქნება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველოს” პროპორციულ სიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები