სუბარი: მომდევნო 4 წელიწადში უნდა განმტკიცდეს ის ყველაფერი, რასაც 8 წლის განმავლობაში ვაშენებდით

“ქართული ოცნების” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მომდევნო 4 წელიწადში მმართველმა გუნდმა უნდა განამტკიცოს ის ყველაფერი, რასაც 8 წლის განმავლობაში აშენებდა, ეს არის: დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყნის კეთილდღეობა, ეკონომიკის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა.

“8 წელს რასაც ვაშენებდით, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ეკონომიკის განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ 4 წელიწადში უნდა განმტკიცდეს ეს ყველაფერი. თუნდაც ამ ბოლო ექვსმა თვემ, “კოვიდთან” ბრძოლამ გვაჩვენა, რა სერიოზული გამოწვევები შეიძლება, დადგეს და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად შეკრული გუნდი, ქვეყნის სათავეში იდგეს პროფესიონალების გუნდი”, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

სუბარმა ხაზი გაუსვა, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები ქვეყნის 30-ვე ოლქში გაიმარჯვებენ.

“ამის პირობას გაძლევთ ისევე, როგორც ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ პროპორციულ არჩევნებში და გავაგრძელებთ იმ ხაზს, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვისაუბრებთ როგორც გაკეთებულ, ისე – გასაკეთებელ საქმეებზე”, – განაცხადა სუბარმა.

“ქართულმა ოცნებამ” დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისი, პარტიის სახელით კენჭს იყრიან: ვაკე – ნოდარ ტურძელაძე; გლდანი – ლევან კობიაშვილი; სამგორი – სოზარ სუბარი; მთაწმინდა და კრწანისი – ბექა ოდიშარია; ისანი- კახი კახიშვილი; ნაძალდევი- მიხეილ ყაველაშვილი; დიდუბე/ ჩუღურეთი – გია ვოლსკი.

რაც შეეხება რეგიონებს: ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატია – ირაკლი ჩიქოვანი; ფოთი, ხობი, სენაკი, – ირაკლი ხახუბია; აბაშა მარტვილი წალენჯიხა ჩხოროწყუ – ალექსანდრე მოწერელია, რუსთავი – ნინო ლაცაბიძე, მარნეული გარდაბანი – ზაურ დარგალი, ბოლნისი დმანისი თეთრიწყარო წალკა- გოგი მეშველიანი, ქუთაისი- ზაზა ლომინაძე, სამტრედია წყალტუბო ვანი ხონი- გივი ჭიჭინაძე, საჩხერე ჭიათურა ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე, ზესტაფონი ბაღდათი თერჯოლა ტყიბული- ბეჟან წაქაძე, გორი კასპი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ხააური ქარელი- ზაზა დუგლაძე, ამბროლაური ონი ცაგერი მესტია- გოჩა ენუქიძე, ახალციხე ადიგენი ბორჯომი ასპინძა- ანტონ ობოლაშვილი ბათუმი- რესა კონცელიძე, ქობულეთი- ზაალ მიქელაძე, ხულო შუახევი ქედა- ანზორ ბოლქვაძე, მცხეთა დუშეთი ყაზბეგი მთიანეთი- შალვა კერესელიძე, ოზურგეთი ლანჩხუთი ჩოხატაური- ვასილ ჩიგოგიძე, თელავი ახმეტა ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანი საგარეჯო სიღნაღი დედოფლისწყარო – დავით სონღულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები