“ქართული ოცნება“ წარდგება იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული”

“ქართული ოცნება“ წარდგება იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, მაქვს პატივი, საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოვაცხადო. მომდევნო სამი თვის განმავლობაში გვექნება საშუალება, ჩვენი მიზნები და ხედვები მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე. ჩვენს ქვეყანას წინ ელის მნიშვნელოვანი არჩევნები. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, იღებს პასუხისმგებლობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენ საზოგადოებას ვუჩვენებთ მაღალ პოლიტიკურ და სარჩევნო კულტურას. „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე წარდგება კარგად გაზრებული ქართული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ მიმართული პროგრამით და იმგვარი კამპანიით, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ყველას გვჯერა, რომ საქართველოს წინსვლასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. წარმატების მიღწევა შეუძლებელია ძლიერი გუნდისა და ძლიერი ლიდერის გარეშე. ჩვენი პარტია ამაყობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს გამორჩეული ლიდერი, უანგარი ქველმოქმედი და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებსადა ქვეყანას თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და წინსვლა მოუტანა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები