ჯანმო-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების თარიღი დაასახელეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანლის მოადგილე, სუმია სვამინატანი აცხადებს, რომ “კოვიდ19”-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია შესაძლოა, 2021 წლის ზაფხულს დაიწყოს.

მისი თქმით, ამჟამად კლინიკურ ცდას 20-ზე მეტი ვაქცინა-კანდიდატი გადის და არსებობს იმის იმედი, რომ მათი ნაწილი იმუშავებს.

შედეგები შესაძლოა, უკვე მომავალი წლის დასაწყისში იყოს.

სვამინატანის აზრით, ის ფაქტი, რომ ვირუსზე ანტისხეულები შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ გაქრეს, არ ადასტურებს შეძენელი იმუნიტეტის სრულ არარსებობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები