კახა კალაძემ და არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს(ვიდეო)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორია მთლიანად განახლდება.

„პროექტის ფარგლებში ხდება მთლიანად ამ სივრცის განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებით, თბოიზოლაციებით. ასევე, შევცვალეთ შადრევნები. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფილებიც მთლიანად განახლდება თეთრი, ბუნებრივი ქვით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული პროექტი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.

„პარლამენტის შენობა არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და ამ ტერიტორიის თანამედროვე სახით მოწყობა პოზიტიური მოვლენაა. ეს პროექტი ძალიან დეტალურად იყო დაგეგმილი. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, ხელი შეეშალა რეაბილიტაციას, თუმცა დაგეგმილ ვადებში სრულდება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები