ლაშა დარსალია: სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება
“საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში ჩართულია- ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.
„აბსოლუტურად ყველა მექანიზმია ამოქმედებული, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცენდენტო ნაბიჯებს ვდგამთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეს ინციდენტები საკმაოდ მძიმეა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება. პროცესში ჩართულნი არიან, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაიმართოს შემდგომი „IPRM”-ის შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ბოლოს მომხდარი ინციდენტები”,- განაცხადა დარსალიამ.