ინდონეზიაში მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, სამხრეთ სულავესის პროვინციაში მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 36-მდეა გაზრდილი, 3 ათასზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

ამის შესახებ ქვეყნის სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის ეროვნულ სამმართველოში განაცხადეს.

გარდა ამისა, 16 პირი დაკარგულად ითვლება.

პროვინციაში მნიშვნელოვნად არის დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

კერძოდ, წაღებულია 9 ხიდი, 19 ტაძარი და სკოლის 9 შენობა, ასევე სახელმწიფო დაწესებულების 8 შენობა და ბაზრებია დანგრეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები