მამუკა მდინარაძე: რამდენჯერაც სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი კლასტერი ახსენებს პრორუსულ ორიენტაციას, იმდენჯერ შევახსენებ, რომ ეს არის მცდელობა, ჩამოირეცხოს რუსული ნაკეთები საქმე

“რამდენჯერაც მიხეილ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი კლასტერი ახსენებს პრორუსულ ორიენტაციას, იმდენჯერ შევახსენებ, რომ ეს არის მისი მხრიდან მცდელობა, ჩამოირეცხოს რუსული ნაკეთები საქმე, განსაკუთრებით, ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და ამის „გაპრავების“ მცდელობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. მდინარაძის თქმით, სააკაშვილს პირადი კომპლექსი აწუხებს.

„ეს ომიდან ორი თვის შემდეგ მოხდა და ამის მხარდაჭერა მოღალატეობრივი საქციელი იყო. იქედან მოყოლებული პრორუსი ისტერიკა მისი მხრიდან იყო ერთის ნიშანი, ჩამოერეცხა მოღალატეობრივი ქმედება, რასაც ვერ გააკეთებს. რუსეთის შეტევა საპასუხო კი არ იყო, რუსეთი იყო პროვოკაციის მომწყობი, ომის დამწყებიც და ეს უნდა ახსოვდეს მიხეილ სააკაშვილს, რადგან მაშინ მან და მისმა პარტიამ ღალატი ჩაიდინეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირსა და ნატო-სთან ყოფილიყო ისე ახლოს, როგორც ისტორიაში არ ყოფილა. თუ გახსოვთ, მის ყავის მომდუღებლობაზე რომ ვიხუმრე, ეს მიიღეს ისეთ შეურაცხყოფად, რომ თავისი ტროლებითა და ბოტებით სოციალური ქსელი ლამის ააფეთქეს. თავად იმართლებს თავს და ამბობს, რომ ერთი ჩვეულებრივი ხელშეკრულებით დაქირავებული ადამიანი ვარ და უკრაინას არ წარმოვადგენო. მისი განცხადებები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, რაც მის ხასიათზე მეტყველებს, რომ ამ კაცს ადეკვატურობის ნიშანწყალი აღარ დარჩა. პირადი კომპლექსი აწუხებს, რითაც უნდა ჩამოირეცხოს მისი რუსული ნაკეთები საქმე – ჩაბარებული ტერიტორიები და „გაპრავება“ მის მიერ ჩადენილი საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალების მცდელობა, რაც რეზოლუციაში აისახა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები