დიეგო კალასი: ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევა არის სამაგალითო, ვხედავთ, რომ ქვეყანამ არა მხოლოდ კარგად იმუშავა, არამედ – ბევრზე უკეთესადაც
“ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევა არის სამაგალითო, ვხედავთ, რომ ქვეყანამ არა მხოლოდ კარგად იმუშავა, არამედ – ბევრზე უკეთესადაც”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კალასმა პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პოლიტიკური კონკურენცია მთავრობის ეფექტურობის გარანტიაა, როდესაც მას აკრიტიკებს ოპოზიცია, თავისუფალი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს მთავრობას უკეთესს ხდის.
„ეს კარგად ორგანიზებული კონფერენციაა. იყო დისკუსია, რომ ავტორიტარულმა მთავრობებმა უკეთ გაართვეს თავი, ზოგი კი ამბობს, რომ დემოკრატიამ, რომელიც პატივს სცემს პიროვნების უფლებას, უკეთ იმუშავა. ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევა არის სამაგალითო. ვხედავთ, რომ ქვეყანამ, რომელიც დემოკრატიული ქვეყანაა, არა მხოლოდ კარგად იმუშავა, არამედ – ბევრზე უკეთესადაც. ეს არ არის დამთხვევა. პოლიტიკური კონკურენცია მთავრობის ეფექტურობის გარანტიაა, როდესაც მას აკრიტიკებს ოპოზიცია, თავისუფალი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს მთავრობას უკეთესს ხდის. როდესაც მთავრობა გამჭვირვალეა, სიმართლეს ეუბნება საკუთარ ხალხს და წინ იყურება, ხალხი უფრო მეტად უჯერებს მთვრობას. საქართველო დასავლური დემოკრატიის მოდელის კარგი ილუსტრირებაა. ეს კონფერენცია ამის ხაზგასმაა. ეს აჩვენა პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვამაც“, – განაცხადა ელჩმა.