გიორგი გახარია: აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული, დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში

“აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული, დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე, ექიმებთან.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები დაძაბულები არიან ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო, ინფექციის მიუხედავად, კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ ერთერთი აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება,  ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე – ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც უკვე წარჩინებულმა სტუდენტმა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები