რომან კაკულია ლევან კობერიძეს: დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალსა და პოლიტიკურ დემაგოგიას

“ერთი შეკითხვა მაქვს ლევან, შენთან – დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად იცი? პოლიტიკურ დემაგოგიას მორჩი”, – ასე მიმართა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

“ერთი შეკითხვა მაქვს ლევან, შენთან – დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე, ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ამ გამოღვიძებით ყველა მოხარულნი ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის, ბღვერის არავის  ეშინია, დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალსა და პოლიტიკურ დემაგოგიას”, – მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

კობერიძემ კაკულიას პირადი შეურაცხყოფისგან თავის შეკავება ურჩია.

„მგონია, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხარ ოთხი წელია და რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც  – სხვას, არც პასუხი  მოგითხოვია არავისთვის. თუ ეგ ლაპარაკი გინდა, შემიძლია, გავაგრძელო, მათ შორის, გინდა ენერგეტიკა, გინდა ტელეკომუნიკაცია, რა პოლიტიკას ატარებ, თუ იცი. მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაგარ ალიყურს, ცოტა ღირსება შეინარჩუნე, თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები