გიორგი ვოლსკი: “ნაციონალურ მოძრაობას” თუკი ხელში რესურსი გაუჩნდება, დაბრუნდება ის პერიოდი, რასაც ჩვენ განვლილ და დასავიწყებელ 9 წელს ვუწოდებთ

„ირინა ენუქიძე არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა, ის ერთერთი ჩვენგანი იყო, ჩვენი თაობის წარმომადგენელი, მაგრამ რეალურად ეს იყო ადამიანი, რომელიც დაჩაგრეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული რესურსი აქვს ჩართული, რომ როგორმე გადაფაროს კიდევ უფრო მძიმე თემები.

„რაც სტრასბურგმა დაადგინა, სანდრო გირგვლიანის თემაზე იყო კატასტროფული შეფასება. გაოგნებული არიან, როგორ მოხდა. ეს არის მართლაც უმძიმესი თემა. ჩამოვიდა სტრასბურგის ვერდიქტები, რომ გამიზნულად არის მოკლული ხალხი. ჯანმრთელობის უფლების წართმევა, წამების ფაქტები სტრასბურგმა დაადგინა. დადგენილია, რომ მოქალაქის მკვლელობა დაიგეგმა და განხორციელდა”, – აღნიშნა ვიცესპიკერმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” წავიდა ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების გზით.

„იმ 130 კაციდან, ვინც ქუჩაში დახვრიტეს, 2-3 ან უფრო მეტიც, შესაძლოა, იყო მართლაც განგსტერული ცხოვრების მანერით, მაგრამ ერთხელ რომ გადადგამ ნაბიჯს და გამოიტან ასეთ განაჩენს – ლინჩის წესით გაასამართლებ ხელისუფლება, მეორე დღეს ჩაიდენ ისეთ დანაშაულს, როგორიც სანდრო გირგვლიანის მიმართ იქნა ჩადენილი. 80-ზე მეტი კაცია გასამართლებული, ზოგი გაქცეულია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, არის საკითხები, რომლებშიც ტოლობის ნიშანს ვერ დასვამ.

„პატიმარია თუ არ არის პატიმარი, ადამიანია და არ შეიძლება, მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ წესრიგი დაამყარო. მაგალითად, როდესაც იცი, ვინ მოაწყო ბუნტი, შეგიძლია, გამოიყვანო, დასაჯო და სამაგალითო წესრიგი დაამყარო, მაგრამ, რეალურად, როდესაც 7-8 კაცი კვდება უმისამართო ცეცხლით ისეთი, რომელსაც ამ ბუნტთან კავშირი არ ჰქონიათ, უკვე სხვა პიარულ-პროპაგანდისტული ზღაპარი უნდა მოიგონო. აი, მაგალითად, სააკაშვილი გამოდის და ამბობს, კი, მე დავით აღმაშენებელივით მკაცრი ვიყავი, მაგრამ, სამაგიეროდ, ქუჩებში წესრიგი მქონდა. არ ჰქონდა წესრიგი არც სტატისტიკურად და თუნდაც მცირეწლოვანებში 2011 წელს მარტო 40 მკვლელობა ჰქონდა. სააკაშვილი ისე საუბრობს, გეგონება, რომ გირგვლიანის თემა ერთადერთი თემაა. თითქოს, არ იყო მკვლელობები, თითქოს, არ მომხდარა ის, რომ მუხლზე დაჩოქილი აჭარელი ბიჭები დახვრიტეს და ბოლოს საკონტროლო გასროლა მოახდინეს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშმა, გირგვლიანის თემა იყო, რამაც იფეთქა და რაც ირინა ენუქიძემ შეასრულა ისე, როგორც დედამ უნდა იბრძოლოს დაღუპული შვილის სულისთვის, მარამ ვერდიქტები, რაც ახლა ჩამოვიდა სტრასბურგიდან, თავისი შინაარსით გაცილებით უფრო ძლიერია და მასთან დაკავშირებით გასამართლებულია არაერთი პიროვნება.

„რაც შეეხება მლკვლელობების თემას, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. განადგურდა ყველა მტკიცებულება, არ იციან, მაგალითად, ციხის ბუნტის დროს ვინ ისროლა, არ იციან, ვინ გასცა ბრძანება. ელენე თევდორაძე კი ამბობს, მაგრამ ამის უკან კიდევ საჭიროა მტკიცებულება.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომელიმე დამნაშავე დარჩეს დაუსჯელი”, – აღნიშნა გიორგი ვოლკსიმ.

როგორც ვიცესპიკერმა აღნიშნა, საკმარისია, “ნაციონალურ მოძრაობას” შესაბამისი რესურსები გაუჩნდეს და წარსულის 9 წელი უკვე წასრული აღარ იქნება.

„არ დაიჯეროთ, ვინც გეუბნებათ, რომ ის ცხრა წელი გუშინდელი დღე იყო. უბრალოდ, დღეს არ აქვთ ხელში იარაღი, რომ ჩვენი შვილები დაიჭირონ და ზარალი მოგვაყენონ. დღეს ხელში აქვთ სასტვენები და ბოქლომებით დარბიან. როგორც კი ხელში რესურსი გაუჩნდებათ, დაბრუნდება ის პერიოდი, რასაც ჩვენ განვლილ და დასავიწყებელ 9 წელს ვუწოდებთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები