შუახევის მერმა ტშებნიცას რეგიონის მმართველთან ონლაინშეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ ტშებნიცას რეგიონის მმართველთან – მალგორჟეტა მატუსიაკთან, ტშებნიცას პოვიატას საკრებულოს თავმჯდომარე  რობერტ ადახისთან, საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროს  კაროლ პშივარასა და პროტოკოლის განყოფილების უფროს  ალექსანდრა მიროვსკასთან ონლაინშეხვედრა გამართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ასევე, ჩართვაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – დავით გაბაიძე და შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – რუსუდან შავაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა მათ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა COVID 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებაზე.

შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო სილეზიასთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე წელს ტშებნიცას რეგიონის მმართველმა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ ხელი მოაწერეს დამეგობრების შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები