სოფო კილაძე: ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია

“ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ, კილაძის თქმით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გუშინდელ სხდომაში ივანიშვილმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღო.

„ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია. ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე პირადად არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ. ამაში დღეს, 21-ე საუკუნეში, “კოვიდ 19”-ის პირობებში რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?“, -განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. ადგილზე არ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები