თურქეთში, რიზეს პროვინციაში გადაუღებელი წვიმების შედეგად წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა.
ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 12 დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
წინა დღით კი ართვინის პროვინციაში მეწყერს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას უკავშირებენ.