სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცოდი, ამდენი გამომძიებელი თუ იყო საქართველოში, პროკურატურას რომ მივანდოთ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება, უფრო სწრაფად წავიდოდა წინ

“მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ძალადობა ადამიანებზე მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე უფრო სწრაფად წავიდოდა წინ, თუკი მას პროკურატურას მიანდობდნენ და ყველა არ ჩაერეოდა.

„ჯერ ერთი, არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ, გადავიქცე გამომძიებლად. სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სწრაფად წავიდოდა წინ საქმე.

კიდევ ერთი რამე მინდა, ვთქვა და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი. ძალადობა ადამიანებზე არის მიუღებელი, ძალიან არაქართული და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე, ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება. ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა, ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები და არა – ტყუილით, დამალვით, არა – ჯგუფური ძალადობით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები