სოზარ სუბარი: ის ვითომ გამოძიება, რასაც ოპოზიციური ტელეარხები აკეთებენ, საქმის მასალებიდან აღებულ ინფორმაციაზე დამატებული მათი ტყუილებია

პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში – “არენა” გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს, რომ საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩეს ამ საქმესთან დაკავშირებით.

“ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალება ყველას ტრაგედიაა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს.
რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით – ​ყოველდღიურად რაც ხდება, სიცრუის ახალ-ახალი  კასკადები, ამას აქვს ერთადერთი მიზანი – რაც შეიძლება მაქსიმალურად დაძაბონ საზოგადოება არჩევნების წინ. პირველ ყოვლისა, მათ აწუხებთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და ამ ყველაფრის გადმოტანა უნდათ დღევანდელ რეალობაში და დღევანდელ მთავრობაზე, რომ თქვან – მარტო ჩვენ კი არა, “ქართული ოცნებაც” იმავეს აკეთებს. ეს არ გამოვა მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს გამოძიება აკეთებს ყველაფერს. შეგვიძლია, მკაფიოდ ვთქვათ, პირველი, რომ ყველა ის ვითომ გამოძიება, რასაც ოპოზიციური ტელეარხები აკეთებენ,  არის საქმის მასალებიდან აღებული ინფორმაცია და ამას დამატებული მათი ტყუილები ან უბრალოდ ან უბრალოდ დასვან კითხვები და გააჩინონ რაღაც ეჭვები საზოგადოებაში, უბრალოდ, დაძაბონ პოლიტიკური ვითარება. მეორე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ვინ აკეთებს ამას – ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც გირგვლიანის მკვლელობა ჩაიდინეს და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს იყო “სვანური გარჩევის” კვალი. ამ დროს, ეს იყო სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი მკვლელობა. ყველა უწყება იმაზე მუშაობდა, თუ როგორ გაყალბებულიყო საქმე, სტრასბურგმაც თქვა ეს. და რომ არა “იმედის” გამოძიება, ვერასდროს გაიხსნებოდა ეს საქმე. ეს ადამიანები ჩარჩენილები არიან იმ პერიოდში. ბუტა რობაქიძის მკვლელობაც იყო ერთერთი, როდესაც მე პარლამენტში გამოვედი მოხსენებით, ხელისუფლებამ აბსოლუტურად პოლიტიკური მიზნებისთვის დამნაშავე პატრული განარიდა სიტუაციას, რომ მათი მუნდირი არ შელახულიყო და მიიტანეს იქ იარაღები და მოკლულის ამხანაგები დაიჭირეს, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, ახლა ისინი ატარებენ დღეს ჟურნალისტურ გამოძიებებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები